მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ - ლენუკა ყიფშიძე
მოდელმა, ლენუკა ყიფშიძემ მის ცხოვრებაში უსიამოვნო ფაქტზე ისაუბრა, როდესაც შეყვარებულმა ქორწინებაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ქალი განათხოვარი იყო და შვილი ჰყავდა. მისი თქმით, საქმროს მშობლებმა დაიწუნეს.
ამის შესახებ ლენუკა ყიფშიძემ ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
„თაყვანისმცემლების არმია მყავდა, მაგრამ სახლში იმდენი მამაკაცი ცხოვრობს, მამა, ძმა, ხილიანზე ძმებივით გავიზარდეთ. დედაც ასეთია, მამამისს ჰგავს, ტყავებში და „ბაიკით“ დადიოდა, „ხულიგანკა“ იყო ჩვეულებრივი. ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს რომ შევხვდი, ის ჩემზე ათი წლით დიდი იყო, ძალიან მიყვარდა და ნამდვილი სიყვარული იყო, ის ერთადერთი ადამიანი. დაოჯახებას ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ჩემთვის მიუღებელი რამ. თურმე მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან მე განათხოვარი და შვილიანი ვარ. მანდ უკვე აღარც სიყვარული მინდოდა და არც არაფერი. თუ მამაკაცს უყვარხარ, შენი შვილიც რამეს უნდა წარმოადგენდეს მისთვის. ასეთი ცუდი პერიოდი მე არ მახსენდება. ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ მდგომარეობიდან გამოსვლაში.
მის მშობლებს არ ვიცნობდი, ალბათ არც ჰქონდათ ჩემი გაცნობის სურვილი. სერიოზული სიყვარული მერე აღარ მქონია. ამ ბიჭთან ამბები ძალიან ცუდ პერიოდში დამთავრდა, როდესაც გავიგე, რომ მე და დედას ანევრიზმა გვქონდა. მივხვდი, რომ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირდა, რადგან ჯანმრთელობის საკითხი დადგა“, - თქვა გადაცემაში ლენუკა ყიფშიძემ.