თეგებით ძიება

უკრაინამ მედვედჩუკის ცოლს 27-მილიონიანი აქტივები დაუყადაღა

უკრაინაში დააყადაღეს ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს 27 მლნ დოლარის აქტივები. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს.

მარჩენკო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ფლობს.

ცნობისთვის, მარტის ბოლოს უკრაინაში მარჩენკოს 11,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღეს, თებერვაში კი 152,4 მილიონი დოლარის.

მარჩენკო იმ მოქმედებების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა