თეგებით ძიება
26. 04. 2023 მსოფლიო

სუდანის დედაქალაქში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანმო?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია.

"ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 4 072 - დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა