თეგებით ძიება

თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს ცუდად გახდა. 

პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა და ერდოღანმა თქვა, რომ მას მუცლის ღრუს დაავადება აწუხებდა და გასულ დღეებში მძიმე სამუშაო ჰქონდა.

"რა თქმა უნდა, ასეთ პრობლემებს დროდადრო ვაწყდებით ასეთი დატვირთული განრიგის დროს", – თქვა ერდოღანმა

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა