თეგებით ძიება

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა - კახა კალაძე

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ევროპის საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც სხვა ქვეყნებმა მიიღეს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა