გიორგი მუმლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - რა დააშავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მუმლაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
ამასთან, გიორგი მუმლაძის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სამართალდარღვევის დასადასტურებლად სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.