სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის - კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.
"საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულია და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია, სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, სერვისების მიმართულებით თუ სხვა სფეროში. ვფიქრობ, ასევე, დიდი პოტენციალი გვაქვს საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.