თეგებით ძიება
26. 04. 2023 სპორტი

რა აწერია ქუდს, რომელიც კვარას გულშემატკივრებმა მისცეს?

"ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ქუდზე ერთ-ერთი იტალიური სიმღერის სიტყვები აწერია. 

ქუდზე დატანილი წარწერის ქართულ თარგმანს იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სთავაზობს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

"Perché perché… La domenica mi lasci sempre sola… per andare a vedere la partita…”

Adoro questa canzone.

წარწერა ხვიჩას ქუდზე:

ერთი იტალიური სიმღერის სიტყვებია და ასე ითარგმნება - “რატომ რატომ… კვირაობით ყოველთვის მარტოს რატომ მტოვებ… ფეხბურთის საყურებლად წასასვლელად” 

ვგიჟდები ამ სიმღერაზე, ნახეთ იუთუბზე", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, "იუვენტუსის" დამარეცხების შემდეგ ნეაპოლში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გულშემატკივრები დახვდნენ. როგორც გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, ხვიჩას ქუდი გულშემატკივრებმა გადაუგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა