თეგებით ძიება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს 26-28 აპრილს წვევა. ინფორმაციას  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით "მთავარი არხი" ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება პროგრესი და გამოწვევები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. 

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა