თეგებით ძიება

გველის ერთი სახეობა ყირაზე გადადის და ისე გარბის - რას ამბობენ მეცნიერები? (ფოტო)

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს გველის ერთი სახეობა, რომელიც ყირაზე გადადის და ისე გარბის.

როდესაც პატარა და დაკლაკნილი ხარ, დაგრეხილი კუნთებით, ეშვებითა და ძვლებით, გასაჭირში ყოფნისას გამოსავალი შეიძლება არც ისე ბევრი გქონდეს.

სწორედ ამიტომ ჩამოუყალიბდა ლერწმის ჯუჯა გველს (Pseudorabdion longiceps) გაქცევის უნიკალური გზა. საფრთხის მოახლოებისას, ეს პატარა, სამხრეთაზიური გველი სწრაფად იწყებს ყირაზე გადასვლით მოძრაობებს, რაც მის გაქცევას უფრო აჩქარებს.

ახალ კვლევაში პირველად შეძლეს ცხოველებში იშვიათად შემჩნეული ამ უცნაური ქცევის გველებში დოკუმენტირება.

„დეტალურად აღვწერეთ გველების ამ სახეობაში გაქცევის ახალი ქცევა — ყირაზე გადასვლა. ამ ქცევის შესახებ აქამდე მხოლოდ ანეკდოტური ცნობები არსებობდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტირება ფოტოებით და დეტალური აღწერით მოხდა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც მალაიზიის საბაჰის უნივერსიტეტის ბიოლოგი ევან სენგ ჰუატ ქუაჰი ხელმძღვანელობდა.

გველებს სხვა მტაცებლებისგან თავის დაღწევის რამდენიმე სტრატეგია აქვთ. მათ შორის არის კამუფლაჟირება, თავის მომკვდარუნება, გაქცევა, აგრესია და თავდაცვითი პოზა. თუმცა, მტაცებლებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან პატარა გველები.

ლერწმის ჯუჯა გველი იდუმალი, ღამის ცხოველია, რომელიც დღისით ფოთლებში ან მორების ქვეშ იმალება. სიგრძეში სულ რაღაც 23 სანტიმეტრი იზრდება და ბრწყინვალე სანადირო სამიზნეა ფრინველებისა და სხვა გველებისთვის.

2019 წლის აგვისტოს ერთ საღამოს, მალაიზიის მთებში გამავალ გზაზე მკვლევრები ერთ-ერთ ასეთ გველს გადააწყდნენ. მიახლოებისას, დამფრთხალი გველი გადატრიალდა და ყირაზე გადასვლების სერიით დაიწყო გაქცევა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა