თეგებით ძიება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სორენ გადეს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრისას საპარლამენტო ურთიერთობების აქტიური დინამიკა აღინიშნა და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებისთვის მხარეებმა  მზაობა გამოხატეს.

ქართველმა კანონმდებლებმა დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ურყევი ნების და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოზე, ასევე, გლობალურ  უსაფრთხოებაზე.

ისაუბრეს  ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა