უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 44 ჯარისკაცი გაათავისუფლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 44 ჯარისკაცი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი თქმით, სახლში ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყანას ხერსონის ოლქსა და უკრაინის აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზე იცავდნენ. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან "აზოვსტალის" მცველებიც.