თეგებით ძიება

თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი - ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ „სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ (IRI) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია.

"დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ. სამ­წუ­ხა­როა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და იძ­ლე­ვა დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ის ფაქ­ტი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, IRI-ის ხე­ლით გა­ყალბ­და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი. კვლე­ვე­ბი ად­რეც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ყალბ­დე­ბო­და ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, წინა კვლე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი იყო პერ­სო­ნა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ვინც, წინა კვლე­ვა­ში ფა­ვო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, [და­ვით] უსუ­ფაშ­ვი­ლი, [ნინო] ლომ­ჯა­რია, [ანა] დო­ლი­ძე, რომ­ლებ­საც თით­ქოს ჰქონ­დათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, სა­ერ­თოდ ვე­ღარ აღ­მოჩ­ნდნენ IRI-ის კვლე­ვა­ში. აქე­დან ჩანს, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა ეს ყვე­ლა­ფე­რი - რაც იდე­ბა ხოლ­მე, სამ­წუ­ხა­როდ, IRI-ის სა­ხე­ლით. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ უნდა ვე­ლო­დოთ გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს მო­მა­ვალ­შიც, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა კვლე­ვე­ბის ასეთ დო­ნე­ზე გა­ყალ­ბე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა