ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის პატრიარქი კირილი პირველი ადამიანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ სანქციების სიაში შეიყვანა. მას ჩეხეთში შესვლა და ნებისმიერი გზით, ფინანსური ტრანზაქციები ეკრძალება.