თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე კვირა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრეპარატ Voxzogo-ს შემოტანას ითხოვენ, რომელიც საქართველოში არ შემოდის. მაგრამ რომც შემოდიოდეს, სიძვირის გამო მშობლები უბრალოდ ვერ იყიდიან. აქციის მონაწილე მშობლები ფიქრობენ, რომ ეს მედიკამენტი ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა