„შემოვლითი გზები ცუდ მდგომარეობაშია და რადგან მძღოლებს აქეთ ვამისამართებთ, სწრაფად უნდა მიეხედოს“ - გოგა ჩანადირი
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„მესმის რიკოთის გზის სიძნელები და ისიც, რომ მშენებლობისა და მეწყრული პროცესების გამო, მონაკვეთი იკეტება ხოლმე. თუმცა, შემოვლითი გზები - ზესტაფონი-ჭიათურა-გომი და ხარაგაული-სურამის მონაკვეთები ცუდ მდგომარეობაშია და რადგან მძღოლებს აქეთ ვამისამართებთ, სწრაფად უნდა მიეხედოს. შემოვლითი გზების გამო მანძილი ხომ გრძელდება და გაფუჭებული რომ არის, დროც ძალიან ძალიან იზრდება“, - წერს ჩანადირი.