საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:37 წუთზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 12 კილომეტრის მოშორებით, სოფელ პანტიანში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.