თეგებით ძიება

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნებიც.

„შემდეგი არჩევნები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ღმერთმა დაუფაროს ჩვენ ქვეყანას, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, - განაცხადა ნაყოფიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა