თეგებით ძიება

"მთლიანად თქვენს იმედზე ვარ!" - ნუცა ბუზალაძე

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, რომელიც Aerican Idol-ში მონაწილეობს, მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხადაჭერას სთხოვს.

"ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს! ლაივის ბოლოს გამოვლინდება, ვინ გადადის შემდეგ ტურში! ესე იგი, ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს, ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი… 

იწყება ლოს-ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ-იორკის დროით - 8 საათზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას დილის 4 საათზე და ვერთვებით! 

უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს. ასე რომ, მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ, "გადააშეარეთ" თქვენს მეგობრებთანაც და მოუწოდეთ ხმის მისაცემად, დიდი მადლობა!

ვდებ ხმის მიცემის ინსტრუქციას‼️

მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote

მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523 

ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!", - წერს მომრერალი.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ფინალში, 12 საუკეთესოს შორის მოხვდა. ქართველი მომღერალი ფინალში ჟიურის კვოტით გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა