თეგებით ძიება

მხოლოდ შენზე მზრუნველი შეეცდება გაჩვენოს სწორი გზა, თუნდაც დროდადრო, ის შეიძლება მკაცრი იყოს

პატარა ქალაქში, უბრალო სახლში, გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც ბევრი აუხდენელი ოცნება ჰქონდა. ბედმა უბრალო, თუმცა წარმატებულ ბიჭს შეახვედრა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ბიჭს სურდა გოგონასთვის გაეკეთებინა ყველაფერი, რაც მას გაახარებდა, ასევე ესწავლა საზოგადოების მკაცრ რეალობასთან პირისპირ დგომა და კარიერის შექმნა, ასე რომ, თუ რაიმე დაემართებოდა ბიჭს მომავალში, გოგონას მის გარეშე თავის გადარჩენა შესძლებოდა. ბიჭი გამუდმებით ხელმძღვანელობდა გოგონას და შეცდომის დაშვებისას ხშირად ტუქსავდა კიდეც... მისივე კეთილდღეობისთვის. გოგონა წარმატებული ხდებოდა და ბევრი ბიჭი იჩენდა მის მიმართ ინტერესს. ის ლამაზიც იყო! მისი ღიმილი ნებისმიერი ადამიანის გულს გაათბობდა.

რაც დრო გადიოდა, გოგონა უფრო თავდაჯერებული ხდებოდა და წარმატების ზენიტში იყო. ბიჭი, როგორც ყოველთვის გვერდში ედგა და ისევ აძლევდა რჩევებს მეტი განვითარებისთვის. გოგონას აღარ მოსწონდა მისი დარიგებები, რადგან იგრძნო, რომ მას შეეძლო თავად გადაეწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინა.

გოგონამ ბიჭთან კამათი დაიწყო. ბოლოს, გადაწყვიტა, ის მიეტოვებინა და უთხრა: „მე არ ვარ ის, ვინც ყოველთვის მოგისმენს, მე უკვე შემიძლია გადავწყვიტო, რა არის ჩემთვის საუკეთესო. მე წარმატებული ვარ, ბევრი ბიჭია, ვინც სიამოვნებით მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. თუ არ მოგწონს ეს, ჯანდაბაში წასულხარ!“

ბიჭს ეწყინა. ვერ ხვდებოდა, რატომ ფიქრობდა გოგონა მასზე ასე ნეგატიურად. ბიჭს ყოველთვის სურდა, რომ გოგონა საკუთარ თავზე ყოფილიყო დამოკიდებული და მისი წარმატებით მასაც ეამაყა.

ბიჭმა იცოდა, რომ ორივე ერთმანეთისთვის იყო შექმნილი, ვერავინ გააბედნიერებდა ვერცერთს ისე, როგორც მათ შეეძლოთ ერთმანეთის გახარება.

ბიჭს გული ძალიან ეტკინა. საბოლოდ კი, გოგონას კი ეს სიტყვები დაუტოვა:

„ალბათ შენი წარმატების ეგო ისე გაიზარდა შენს გონებაში, რომ ვერ გრძნობდი, თუ როგორ მიყვარდი. მე შენ მიყვარდი, როცა უბრალო გოგო იყავი, წარმატებული კარიერის გარეშე. მე ყოველთვის შენს გამხნევებას ვცდილობდი.

ალბათ, ჩემი შეცდომა ის არის, რომ იმდენი დროის შემდეგ, რაც ერთად გავატარეთ, ვერ მიგახვედრე, რას წარმოადგენდი ჩემთვის და რა მინდოდა შენთვის. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებდი, ჩემზე მეტ წარმატებას გისურვებდი. არ მინდოდა, ჩემი შეცდომები შენ გაგემეორებინა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ყოველთვის გსაყვედურობდი. გისურვებ, იპოვო ყველაფერი, რაც ოდესმე გნდომებია.“

მორალი:

„მხოლოდ შენზე მზრუნველი შეეცდება გაჩვენოს სწორი გზა, თუნდაც დროდადრო, ის შეიძლება მკაცრი იყოს - მხოლოდ იმიტომ, რომ მას საუკეთესო სურს შენთვის. ერთი წუთით დაფიქრდი შენს წარსულზე და იმ პიროვნებაზე, რომელიც მაშინ შენი ცხოვრების ნაწილი იყო და სად იქნებოდი დღეს, ასეთი ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო შენს ცხოვრებაში? გათავისუფლდი ეგოსგან და ბრაზისგან, რადგან საბოლოოდ, შეიძლება შენი ცხოვრების ყველაზე ღირებული ნაწილი დაკარგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა