თეგებით ძიება

ნიკა მელია რადარებიდან გაქრა... - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი?

"კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობიდან 2 თვეში პარტიის რეიტინგის გაზრდა მოახერხა.

"ნიკა მელიას გადარჩევის გამო გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ეს ჩემი აზრი არ არის. შედეგებით და ფაქტებით ვილაპარაკოთ. წინა კვლევის დროს 6 პროცენტი იყო ახლა 14 პროცენტი გახდა. ვამბობდი, რომ ხაბეიშვილის დროს რეიტინგი გაიზრდება - მეთქი, რეიტინგი გაიზარდა.

მელია ვერანაირ კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა. რადარებიდან გაქრა, თავი გაიქრო. მელია რომ მოქცეულიყო როგორც ლევან ვარშალომიძე, მაგრამ როგორც ვარშალომიძე ისე რომ მოიქცე, მაშინ ვარშალომიძე უნდა იყო. მელიას არ აქვს ეს პოლიტიკური ზნეობა და მან, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. რადარებიდან გავიდა, არსად არ არის, არც კვლევაშია.

დაივიწყა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არავის ახსოვდა. მარტო ხაბეიშვილზე გააკეთეს მახვილი. საკუთარ პარტიას გარკვეული ფრთა ურტყამდა. ზუსტად ეს არ აპატია ხალხმა და 14 პროცენტით გაიზარდა პარტიის რეიტინგი“, - აღნიშნა ჩარკვიანმა "პალიტრას“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა