სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა
სუდანიდან ევაკუირებული ავიაკომპანია "ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა.
"ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სუდანის დედაქალაქ ხართუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.
"გასუსაძლისი პირობები იყო, ირგვლივ სროლა, დაბომბვა, ყოველდილით, ყოველსაათში. 1 000კმ-იანი უდაბნოს გზით გამოვედით, სუდანის უდაბნო გადავკვეთეთ ეგვიპტის საზღვრამდე. ეგვიპტის საზღვრიდან სასაზღვრო ქალაქში გადავედით და იქიდან ქაიროში. ისევ ავტობუსის გზით. იქ სხვა ვერაფერი მოხერხდებოდა. იქ იყო ჯოჯოხეთი. ყველა ჩართული იყო კომპანია და საგარეოსაქმეთა სამინსიტრო", - ამბობს სუდანიდან დაბრუნებული ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 14 აპრილის შემდეგ, სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.