თეგებით ძიება

"დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო" - პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე არქიმანდრიტ, საბას ჟღენტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი)

დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება.

მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა.

ღმერთმა აცხონოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა