თეგებით ძიება

"გთხოვთ, გაავრცელოთ" - ზაზა შენგელია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

"ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია  მიმართვას ავრცელებს და "AMERCAN IDOL" - ში მონაწილე, ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერებს მიმართავს. 

"ნუცას მხარდაჭერის ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი დალი ხომერიკის (Dalia Homeriki) ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან დამატებებს ავრცელებს მხარდაჭერის კამპანიასთან დაკავშირდბით. გთხოვთ, გაავრცელოთ. 

ასევე, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ სოციალური მედია მენეჯერის მცირედი კონსულტაცია და ვისაც დახმარების სურვილი ექნება, გთხოვთ, ან მე ან დალია ხომერიკს დაგვეკონტატოს ინბოქსში.

დამატებითი რჩევა ჰეშტეგების კამპანიისთვის #TeamNutsa

კარგი იქნება, მიაქციოთ ყურადღება, რომ ჰეშტეგები სხვა კონკურსანტების გვერდებზე არ დაწეროთ, ასევე American Idol-ის პოსტების ქვეშ, თუ ნუცა არაა, ან მას არ ეხება ესა თუ ის ფოტო თუ ვიდეო. ეს იწვევს გაღიზიანებას და უკურეაქციას. 

ჰეშტეგები უმეტესად ნუცას გვერდებზე და #AmericanIdol გვერდებზე დაწერეთ და მხოლოდ ნუცაზე დადებული სურათების ან ვიდეოების ქვეშ. ამერიკულ საიტებზე განსაკუთრებით კარგი იქნება ჰეშტეგები. ეს მნიშვნელოვანია! 

დაპოსტეთ მხარდამჭერებისთვის განკუთვნილი ერთიანი ჰეშტეგების ბლოკი ზოგადი მხარდაჭერისთვის, მაგრამ კონტექსტიც გაითვალისწინეთ ! თუ ვინმეს კომენტარებს უწერთ. მოცემულიდან მეტად მისადაგებული, რელევანტური აარჩიეთ და არა მთელი ბლოკი ამ შემთხვევაში. 

ყურადღებით დააკვირდით კომენტარებში ჰეშტეგებზე რეაქციებს და გააზიარეთ ჯგუფში შთაბეჭდილება, ან მოსაზრება თუ ფიქრობთ, რომ საყურადღებოა. 

თავაზიანად ასწავლეთ, ურჩიეთ პირადში სხვებს, არ დაწერონ ნუცას ჰეშტეგები სხვა კონკურსანტების გვერდებზე. ეს არ ემსახურება კამპანიის პოზიტიურ მიზნებს.

თუ რამ კითხვები და შენიშვნები, შეთავაზებები ნახეთ კამპანიაზე, დაწერეთ ჯგუფში, რათა გავითვალისწინოთ ან რეაგირება მოვახდინოთ. 

ჰეშტეგების კამპანია მუშაობს! ყოჩაღ, ყველას ვინც აიტაცა!

#Thankyou🇺🇸 

#ForNutsa 🇺🇸

#VoteNutsa

#AmericanIdol

#NutsforNutsa

#NutsaStar

#TeamNutsa", - წერს შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე კონკურსის ფიანლში, საუკეთესო 12-ეულში მოხვდა. ქართველი მომღერალი ჟიურის კვოტით გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა