თეგებით ძიება

24 მოთხოვნიდან, რუსეთის 9 მოქალაქეს საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა - სტატისტიკა

2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნის 291-მა მოქალაქემ ითხოვა, - ინფორმაციას "მთავარი არხი" შსს-ზე დაყრდნოით ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებულებს შორის 68 უკრაინის მოქალაქე იყო, 49 ირანის, 29 თურქეთის, 24 რუსეთის, 11 ინდოეთის. გარდა ამისა, საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 10-მა პირმა, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2-მა მოქალაქეობის არმქონემ, 4-მა ორმაგის მოქალაქეობის მოქნემ.

სტატუსის მინიჭებაზე უარი, 2023 წლის პირველ კვარტალში ჯამში 153 ადამიანს უთხრეს, მათ შორის: ირანის 48 მოქალაქეს; თურქეთის 21; მიანმარის 16; რუსეთის 9; უკრაინის 2 მოქალაქეს.

ამავე პერიოდში საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 პირს, აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, მეორე დაუდგენელი მოქალაქეობის მქონემ.

ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 47 პირს, აქედან 39 უკრაინის მოქალაქეა, 3 ყაზახეთის, 5 დაუდგენელი მოქალაქეობის.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გაძევებულ იქნა 55 პირი, მათ შორის -  13 აზერბაიჯანის მოქალაქე, 10 ინდოეთის, 8 ირანის, 7 ბანგლადეშის, 

საქართველოში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იქნა 38 მოქალაქე.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში განხილულ იქნა რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხადი, აქედან თანხმობა მიეცა 1 190 პირს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა