თეგებით ძიება
27. 04. 2023 სპორტი

სიტყვა "პელე" ლექსიკონში "უჩვეულო" ადამიანის სინინომად შეიტანეს

დღეიდან "პელე" არის სიტყვა, რომელიც არის განსაკუთრებული/უჩვეულო ადამიანის აღმნიშვნელი.

პორტუგალიურ ლექსიკონში ის, როგორც ზედსართავი სახელი ოფიციალურად შეიტანეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე (სრული სახელი: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ) 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი, საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა