თეგებით ძიება

თუ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნებიან - არჩილ თალაკვაძე

თუ რადიკალური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანდება თუ ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ეს დიამეტრალურად არაფერს შეცვლის.

„ჩვენ რადიკალური ოპოზიცია დავამარცხეთ გაერთიანებული და დავამარცხეთ ცალ-ცალკეც. შესაბამისად, აქედან რაღაც დასკვნა უნდა გამოეტანათ, ან აწი უნდა გამოიტანონ. ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადებით და მზად ვართ, პასუხისმგებლობა მომავალზეც ავიღოთ. დანარჩენი ოპოზიციის საქმეა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმასაც ამბობს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგა და მათ დაძახილსა და მიწვევაზე არავინ მიდის“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა