თეგებით ძიება

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარიც კი არეული აქვს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარიც კი არეული აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. ამისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი როგორღაც შეაფერხონ და დროში გადადონ. ამას ერთადერთი ლოგიკა და ახსნა აქვს - ის რაც კობა ნაყოფიამ თქვა - მათ სურთ ამით გარკვეული დესტაბილიზაციის მუხტი მიიღონ და შემდეგ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. სხვა ახსნა იმას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არ გააჩნია. კობა ნაყოფიამ პირდაპირ და გასაგებად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამით მათ სურთ რიგგარეშე არჩევნები მიიღონ და შემდეგ რაღაც გვერდითა კარით პოლიტიკაში შემოვიდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა