დამნაშავეა, სახეზე მიაყენა დაზიანებები - რას ამბობს პროკურორი რენატა ბეგიაშვილის მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობაზე?
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
“საქართველო პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.
ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, მათ შორის, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს”, - განაცხადა პროკურორმა ალინა კუკავამ.