"ძალიან ბედნიერი ვარ და მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადაშენდება" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ბერიძე?
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სტუნდეტების ვიდეოს აქვეყნებს, რომელებიც ამბობენ, რომ 30 აპრილს აქციას შეუერთდებიან.
"ძალიან ბედნიერი ვარ და მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადაშენდება! არასდროს!
სასწაული მომავალი თაობა გვყოლია ხალხო! მე რომ სიუჟეტი გავაკეთე ვის ხელშია განათლების სისტემა, მაშინ ისე დავითრგუნე, მეგონა რომ გადაგვარდა ჩვენი მომავალი, ვიფიქრე რომ "ჯენზი თაობა" წაგვართვეს ამ ლიბერასტ ფაშისტებმა, მაგრამ დღეს აი უცნობის ვიდეო ვნახე, სტუდენტების, სადაც ამბობენ რომ ენა, მამული, სარწმუნოება, პატრიარქი და ქვეყანაა მათთვის მთავარი და ამიტომ მიდიან 30 ში აქციაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ასეთი საოცარი, ღირსეული და საუკეთესო ახალგაზრდები დგანან და ამაში დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. არ მახსენდება წლებია მსგავსი პრეცედენტი რომ ეს თაობა, რომელიც ამ ქვეყნის ნათელი და ღირსეული მომავალია, თავისი სურვილით, ასე ამაყად გამოსულიყოს და ეთქვას რომ სამშობლოს დასაცავად იდგებიან იქ სადაც ხალხი!
რა მაგარი გრძნობაა როცა იმედის ნაპერწკალი ღვივდება! მადლობა, მადლობა ბავშვებო, სტუდენტებო, ახალგაზრდებო, მადლობა მშობლებო ვინც ასეთ შვილებს ზრდით, პატრიოტს, გულიანს, სამშობლოს მოყვარულ ღირსეულ ქართველებს.
ამ ბავშვების დანახვამ დღეს დამარწმუნა რომ მომავალი ნათელი და ღირსეული გვექნება ამ ქვეყანაში!", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, "უცნობის" მიერ დაანონსებული აქცია კვირას, 30 აპრილს გამიმართება. ცნობილია ისიც, რომ მიტინგზე, იქნებიან დათო ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ხოფერიაც.