"ნაპოლის" თამაში გადაიდო - როდის გაიმართება მატჩი?
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი, რომელიც "ნაპოლსა" "სალერნიტანას" შორის შაბათს უნდა გამართულიყო, ერთი დღით გადაიდო და კვირას, 30 აპრილს შედგება.
ზუსტი დრო არ სახელდება, თუმცა მატჩი დიდი ალბათობით თბილისის დროით 17:00 ან 19:00 საათზე ჩატარდება.
შეხვედრის გადატანის მოთხოვნა იმით არის გამოწვეული, რომ შესაძლოა "ნაპოლიმ" ტიტული საკუთარ თამაშზე ადრე გაინაღდოს.
ყველაფერი ეს, საკუთარ შედეგთან ერთად "ინტერი" - "ლაციოს" ანგარიშზე იქნება დამოკიდებული, რადგან თუ ეს უკანასკნელი ვერ მოიგებს და "ნაპოლი" გაიმარჯვებს, ქართველის გუნდი სკუდეტოს 6 ტურით ადრე დაეუფლება.