თეგებით ძიება

ტრაგედია რუსთავში - 25 წლამდე ბიჭი CO-თი გარდაიცვალა

რუსთავში, VII მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავი" ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარიებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცავებს კი ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ "სოკარგ გაზის" თანამშრომლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა