თეგებით ძიება

უცხოპლანეტელები სულ აქ არიან, მათ შორის, თბილისშიც... ადგილს არ დავასახელებ - რას აცხადებს ერეკლე შონია?

უფოლოგ, ერეკლე შონიას თქმით, უცხოპლანეტელები მუდამ აქ არიან და გვაკვირდებიან. უფოლოგთან ექსკლუზიურ ინტერვიუს "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

ერეკლე შონია: - უცხოპლანეტელები სულ აქ არიან. არსებობს საბაზისო ადგილები, სადაც მათ მოძრაობებს ვაკვირდებით. კონკრეტულ ლოკაციებს არ დავასახელებ. ხალხი მიდის ხოლმე... იქ იძინებენ, ზოგიერთი დასხივებას იღებს, ხან სისხლი სკდებათ ცხვირიდან, ამიტომ ამ ადგილებს არ დავასახელებ. 

აქ არიან მათი სულების წარმომადგენლები, მათი შვილები, ჰიბრიდები, მათთან ნაჯვარები და ა.შ. ელოდებიან ხოლმე, როდის იქნება კონტაქტიო. ეს ცივილიზაციები ყოველთვის აქ იყვნენ და გვაკვირდებოდნენ.

 - წარმოადგენენ თუ არა, რამე საფრთხეს ჩვენთვის?

- ისინი არაფერს გვიშავებენ, ჩვენ ვაშავებთ. აგრესიულები ვართ. როცა არის ახლო კონტაქტის შემთხვევები, [რეიკი, ქვემო ქართლი] ადამიანი  ხანს თოფს ისვრის, ხან ქვას, ხან რას... არ უნდა გამოვიწვიოთ, თუმცა,  უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. თუ იქნება ახლო კონტაქტის შემთხვევები, მაგალითად, ტყეში მიდიხარ და ხომალდი დგას, არ არის საჭირო აგრესიის გამოხატვა. არც კონტაქტში შესვლა საჭირო მაშინ, როცა ისინი არ შემოდიან. მხოლოდ იმ ადამიანებთან შედიან კონტაქტში, რომლებიც წინასწარ არიან შემზადებულები მათ მიერ. შემთხვევითი კონტაქტები ცუდად მთავრდება. 

ყველა ადამიანს არ შეუძლია მათთან კავშირი - ზოგიერთს აქვს დაშვება, ზოგიერთს - არა.  მათი დაჯდომის ადგილებთან დასწრება, იქ ხშირი ყოფნა საჭირო არ არის, არც გამოწვევა, მინდა ვნახოო.

სამყაროში უამრავი, თავ-თავისი ინტერესის მატარებელი ძალებია, ამიტომ შეიძლება ცუდად წარიმართოს ყველაფერი და კვლევის საგანი აღმოჩნდეთ. მათ აქვთ თავ-თავისი გამოსხივება, ენერგეტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ადამიანისთვის დამაზიანებელია. 

როდესაც გადამღები ჯგუფი მიგვყავს, გარკვეულ ინსტრუქტაჟს ვუტარებთ, რომ არაფერზე იფიქრონ, რადგან იმ სივრცეში რომ შედიხარ, შენი აზრები იკითხება. გვქონია შემთხვევები, როდესაც დაზიანებულა კამერა, ოპერატორი, ცხვირიდან სისხლდენა დასწყებია, როცა ადამიანი არ არის შემზადებული, არ შეიძლება იქ ყოფნა.

როდესაც არის არამიწიერი არსებების გამოცხადება, ადამიანები იარაღით არ უნდა შევიდნენ იქ, რადგან ადამიანი8ს ფსიქიკა იმ აღქმას ვერ უძლებს და შეიძლება, ესროლოს. ამიტომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მშვიდად და წყნარად უნდა შევიდნენ, ტვინი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეთ.

ასევე, გარკვეულ რეკომენდაციას ვაძლევთ სამღვდელოებასაც. როდესაც სხვადასხვა სახის ანომალია იწყება, გჯერა, არ გჯერა, ეშმაკისეული გგონია თუ რა, როდესაც შედიხარ და ოჯახი უნდა ანუგეშო, არანაირი კუთვნილება არ უნდა მიანიჭო იმ უხილავ ძალას, რომელიც იქ იმ დროს ოპერირებს. უნდა იყო ნეიტრალური, რომელიც ოჯახს დაამშვიდებს. თუ ეს არის მთავარანგელოზთა დასი მოსული, რომელსაც ვერ ხედავ, შენი უგუნურებით მას უაყროფითს ეძახი, ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია. ამ დროს, ჯანჯღარის ქვეშ, შეიძლება მღვდელიც მოხვდეს და ოჯახიც. ამიტომ მეცნიერული მიდგომები სჯობს და ფაქტები არ შევაფასოთ.

უარყოფითი ძალები აქტიურდებიან, რომ ადამიანი აზრზე მოვიდეს, დალაგდეს და რწმენას დაუბრუნდეს. თავისი ცხოვრება შეცვალოს. რომ წარმოვიდგინოთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძალები, ღმერთის მარჯვენა და მარცხენა ხელია, რომელიც ყოველი ადამიანის შემთხვევაში საჭირო საქმეს აკეთებს. ეს ნიშნავს სიკეთისკენ, რეალიზებისკენ შემოაბრუნოს ადამიანი. 

ზოგადად, ჩვენი სამყარო არის გარკვეული ტრამპლინი, რომელიც დიდი სამყაროსთვის არის გადარჩევის გარკვეული უბანი. ამიტომ აქ არის ორსაწყისიანობა. სადაც არის დაძაბულობა, ცუდი და კარგი, იქ ხდება განვითარება, გადარჩევა და ნიჭების წარმოქმნა. 

დედამიწა უარყოფით ძალას აქვს ჩაბარებული, რომელიც სუსტ სულებს ცხრილავს. ამიტომ, როცა ადამიანს მოაქვს ნიჭიერება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა