სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე უკვე სამშობლოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. ამჯერად, საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ჩამოფრინდნენ.
შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 14 აპრილის შემდეგ, სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.