რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს, ხელით შეხებაზე საუბარი ზედმეტია - რას ამბობს რენატა ბეგიაშვილის მამა?
მოდელი, რენატა ბეგიაშვილის მამა, ზურა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული, შალვა იაშვილის მხრიდან აგრესია არ დაუნახავს.
მისი თქმით, მან კონფლიქტის დეტალები მისი შვილის მეგობრებისგან იცის.
"მე იქ არ ვყოფილვარ, მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, ყველას დაულევია, რენატა საკმაოდ დამთვრალა. როგორც მეგობრები ამბობენ, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ რაღაც ეგეთი, მერე როგორც ვიცი, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა, თუ რაღაც. რენატას ვესაუბრე, ზუსტად არ ახსოვს არაფერი.
ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, რენატა ჩემთან ცხოვრობს, ბავშვიც ჩემთან არის, მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მინახავს, არ შევსწრებივარ. რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს. შაკოს 12 წელია, ვიცნობ, ბავშვი 8 წლისაა, არ მახსოვს, სანდრას მამაზე ეთქვას, რომ ხმამაღალი სიტყვა უთხრა, ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარეც, შაკოსგან არც აგრესია დამინახავს და არც სხვა რამე“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა, რენატას შემაკავებელი ორდერი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერილი, მამა ასე პასუხობს:
"მე არ მახსოვს, შეიძლება, წასული ვიყავი, ბებიასთან აქვს ხოლმე კონფლიქტი, შემაკავებელი ორდერი რაზე დაუწერეს, არ ვიცი, ხელით შეხებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მოდელმა, რენატა ბეგფიაშვილმა მასზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი ფოტო გაავრცელა და ზალადობაში მეუღლე დაადანაშაულა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.