თეგებით ძიება

საპატრიარქო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო, კვიპროსში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

,,როგორც ცნობილია, 2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

საქართველოს საპატრიარქოს მომლოცველობის (რელიგიური ტურიზმის) სამსახურის უფროსი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

განსაკუთრებული იყო სტუმრობა უნეტარეს გიორგისთან; მან დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ჩვენი ეკლესიების საუკუნეებით განმტკიცებული ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

დელეგაცია სამშობლოში შაბათს დაბრუნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა