თეგებით ძიება

ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - რას აცხადებს გია გაბრიჭიძე?

ექსპერტი, გია გაბრიჭიძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ უნდა იცოდეს, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა (რა ქნან, ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონი“ ავალდებულებს, თორეე . . .) ამ მასალებში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული. ასევე გამოქვეყნდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის „საპასუხო დასკვნა“ რომელიც ლობისტური კომპანია „აკერმანის“ თანამშრომლების დაკვეთით იყო მომზადებული. ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იმ ლობისტებში ფულის გადაყრას ჯობია თავის შვილს წესიერი საკვები მიუტანოს", - აცხადებს გაბრიჭიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა