თეგებით ძიება

სააკაშვილის შემოგორება საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, დაგეგმილი იყო - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა დაგეგმილი იყო.

"ეს არის დაგეგმილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. თავიდან ბოლომდე სააკაშვილის ქეისი რომ ავიღოთ, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, ეს თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი იყო, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსაუხრებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე.

პირველივე დღიდან, დააკვირდით, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაკავება, დაპატიმრება, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი რამ, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ, პირველ რიგში, ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია. ეს არის რეალობა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს.

ოჯახი მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა