"ცოდნა უსიყვარულოდ ჰგავს მებადურს, რომელიც..." - რას წერს გია მურღულია?
ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ცოდნა უსიყვარულოდ ჰგავს მებადურს, რომელიც ტრიალ მინდორში ბადეს აგდებს თევზის დასაჭერად.
"ცოდნა უსიყვარულოდ ჰგავს მებადურს, რომელიც ტრიალ მინდორში ბადეს აგდებს თევზის დასაჭერად.
თევზი მდინარეში უნდა დაიჭირო.
ბადე ცოდნაა.
თევზი - სიკეთე.
მდინარე - სასარგებლო საქმე.
ტრიალი მინდორი - უსაქმურობა.
მხოლოდ სიყვარულიანი ცოდნა ქმნის სიკეთეს", - განაცხადა მურღულიამ.