თეგებით ძიება

"შენ არ გაიხარე, შენი კუბო დავდგი, შენ მოუკვდი დედაშენს" - რატომ დაწყევლეს კონტროლიორებმა ახალგაზრა ბიჭი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ალეკო შუღლაძე წერს, რომ კონტროლიორები უბილეთო მზავრის დაჯარიმებას აპირებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭი გაიქცა.

"აი, ამ წუთას, ორი კონტროლიორი, გაჩერებაზე, ახალგაზრდა ბიჭს აჯარიმებდა უბილეთო მგზავრობის გამო. რაღაც აპარატი დააძრო ერთ-ერთმა და გახარებული ბიჭის მონაცემების შეყვანას შეუდგა ძალიან აკადემიურად და კულტურულად...

უცბად ბიჭი დაუტყდათ, ეგრევე გაშპა და გაქუსლა... ნადავლი ხელიდან წაუვიდათ და მეორე კონტროლიორმა მიაძახა:

შენ არ გაიხარე, შენი კუბო დავდგი, შენ მოუკვდი დედაშენს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა