თეგებით ძიება

მეგობრები მიდიან ასე... სამყარო შთანთქა სიცარიელემ, გარდაიცვალა - ვის მიუძღვნა კონორეჟისორმა ემოციური ლექსი?

კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ახლო მეგობარი, გული ლორთქიფანიძე დაკარგა.

"რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა გული ლორთქიფანიძე, მესამე კლასიდან ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი უკანასკნელი.

ირგვლივ ბინდია

ირგვლივ ბინდია, გათენების წყურვილით სავსე,

რაღაც თავდება, უსასრულო თუ წამიერი...

მიდიან ასე, მეგობრები მიდიან ასე,

გარშემო ფრთხილად ისადგურებს სიცარიელე.

სიბერე - მწუხრი. შეუცნობი გატყდება თავზე

და სადღაც შორით ილანდება დასალიერი...

მეგობრები კი უხმაუროდ მიდიან ასე -

გულში გროვდება სიცარიელე.

გზა ცხოვრებისა - ვიწრო თუ ფართო,

და დედამიწა - მდუმარე და უკაცრიელი.

მიმოიხედავ, მეგობრებმა დაგტოვეს მარტო.

სამყარო შთანთქა სიცარიელემ.

სიცარიელე.

... 2023 წელი", - აცხადებს კინორეჟისორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა