ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-მდე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა
ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 20 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა, რომ დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.
მისივე თქმით, 20-იდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.
ცნობისთვის, მერიამ ძაღლი დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.