თეგებით ძიება
28. 04. 2023 ვიდეო

"ისეთი გაბრაზებული ვარ, ვიღაც გიორგიმ მიუქსია თავისი ძაღლი ამ ქუჩის ცუგოს" - სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი ვიდეო ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი ჯინჭარაძე ვიდეოს აქვყნებს, სადაც ჩანს, რომ პატრონი თავის პიტბულს ქუჩის ძაღლს უქსევს.

"ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ მეტიც არ შეიძლება. აი, ამ ვიღაც გიორგიმ მიუქსია თავისი ძაღლი ამ ქუჩის ცუგოს. ახლა არავინ გამომიხტეთ, ჩემს თვალწინ მოხდა.

გავავრცელებ ამ ვიდეოს ყველგან, რომ ყველამ ნახოს ეს პიროვნებაც და მისი ძაღლიც. ჯერ ერთი, ალიკაპის გარეშე დაატარებს გარეთ; მეორე კიდევ, უქსევს ქუჩის ცუგოებს. მე არ გამიკვირდება, რომ ხვალ მეც მეცეს. დებილი პატრონის გამო ცუგო დაისჯება.

დარწმუნებული ვარ, აქ ამ ბიჭს ბევრი იცნობთ. გადაეცით, ალიკაპის გარეშე არ შემხვდეს სადმე მისი ძაღლი და ცუგებსაც არ მიუქსიოს, თორემ მამის სულს ვფიცავ, არ შევარჩენ. ამ ვიდეოსაც დავდებ ყველგან“, - წერს ანი ჯინჭარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა