თეგებით ძიება
28. 04. 2023 ბიზნესი

„ლემონს გრუპის“ განსაკუთრებული შეთავაზება უძრავი ქონების კვირეულის მონაწილეებს - რა სიურპრიზები დაგხვდებათ ღონისძიებაზე?

განსაკუთრებული ფასდაკლება და 2-კაციანი საგზური - „ლემონს გრუპი“ უძრავი ქონების კვირეულში მონაწილეებს და სტუმრებს სიურპრიზებით ხვდება.

როგორც „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელმა, ირა მელიმონაძემ განაცხადა, კვირეული მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში, კონკურენტულ გარემოში, შეარჩიონ სასურველი  ბინა თუ მომსახურეობები.

„უძრავი ქონების გამოფენაზე ჩვენ კომპანია „ლემონს გრუპით“ ვართ წარმოდგენილი. „ლემონს გრუპი“ უკვე 5 წელია ახლორციელებს უძრავი ქონების მიმართულებით „ქონსალთინგს“ და მენეჯმენტს, ე.წ. დეველოპმენტს. თუმცა, ჩვენი მომსახურება დეველოპმენტს ცდება და სამშენებლო კომპანიებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას ყველა ასპექტში. 

ვფიქრობ, რომ ჩვენი და ჩვენი მსგავსი კომპანიებისთვის, გამოფენა არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმიტომ, რომ  ერთგვარად კონკურენტულ ბაზარს დაარეგულირებს და მომხმარებლის ინტერესებს გაცილებით მაღალ დონეზე დაიცავს.

მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ამდენი კომპანია გამოიყენონ უკეთესი პირობების, ფასის თუ უკეთესი ბინის შესარჩევად. რაც შეგვეხება ჩვენ, სეგმენტის სფეროს წარმომადგენლებს, ერთმანეთის გაცნობა, ასევე ჩვენი პროდუქტების პრეზენტაციების ამ მასშტაბებით ჩატარება კიდევ უფრო გაგვზრდის. ასეთი აქტივობა უნდა არსებობდეს და მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს ასევე საქართველოს მთავრობას, ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის რომ ასეთი ტიპის მასშტაბური ღონისძიება ტარდება. 

„ლემონს გრუპი“ შეეცადა, გამოფენაზე წარმოდგენილიყო  ექსკლუზიური პირობით - დღეს, ხვალ და ზეგ ვინც მოვა ჩვენს სტენდთან და გაეცნობა ჩვენს პროექტებს, შეარჩევს ბინას, ან დაარეზერვებს სასურვველი შეხვედრის დროს, ისარგებლებს თექვსმეტი ათას ლარამდე ფასდაკლებით ნებმისმიერ  პროექტში. განსაკუთრებული ფასდაკლება გვაქვს „იუიქს დეველოპმენტის“ პრეოქტზე  - კვ.მ ფასდაკლება 150 დოლარი.

გარდა ამისა, გვაქვს გათამაშება დაგეგმილი, რომელიც გამოფენის ბოლო დღეს ჩატარდება. გათამაშების ფარგლებში, ყველა სტუმარს შეუძლია, ჩააგდოს ჩვენს დოლურაში თავისი საკონტაქტო ნომერი და მონაწილეობა მიიღოს აქტივობაში. გათამაშების გამარჯვებული გამოფენის ბოლო დღეს გამოვლინდება და მას  სასტუმრო „CROWNE PLAZA“-ს ორკაციან საგზურს გადავცემთ“, - განაცხადა ირა მელიმონაძემ.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 28-30 აპრილს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა