თეგებით ძიება

"ევროკავშირის ქვეყნები სავალდებულო დეკრეტულებს იღებენ კაცებისთვის, რომ ბავშვის ზრუნვაში ჩართონ“ - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები სავალდებულო დეკრეტულებს იღებენ კაცებისთვის, რომ ბავშვის ზრუნვაში ჩართონ.

მისი თქმით, საქართველოში მამები შვილების მოვლაში სრულფასოვნად არ მონაწილეობენ.

"ევროკავშირის ქვეყნები სავალდებულო დეკრეტულებს იღებენ კაცებისთვის, რომ ბავშვის ზრუნვაში ჩართონ და ჩვენთან ჯერ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული ახალნამშობიარებ ქალებს მაინც ჰქონდეთ. 

ქართველი კაცების რამდენ პროცენტს შეუძლია და პრაქტიკაშიგამოუცვლია ჩვილისთვის პამპერსი? ბაბლი და მეგობრები არ ითვლება, ბაბლი პატარა და არაწარმომადგენლობითია, თუმცა ჩემი მეგობარი კაცების გვარიანი ნაწილი ბავშვის გასეირნებით და დაძინებით შემოიფარგლება და არა დაბანვა-გაწმენდით", - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა