თეგებით ძიება

პუტინმა სახელმწიფო ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ჯაშუშობას, უცხოელებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი ინფორმაციის გაცემას, მტრის მხარეზე გადასვლას, ფინანსური, ლოგისტიკური, საკონსულტაციო ან სხვა სახის დახმარების გაწევას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, შეიძლება მოჰყვეს უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - წერს რუსული მედია. 

იქამდე სანამ კრემლის ლიდერი კანონს მოაწერდა ხელს, დანაშაული ისჯებოდა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა