თეგებით ძიება

ბავშვმა სიკვდილამდე მძიმე გზა გაიარა - რა ინფორმაცია ვრცელდება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე?

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვმა სიკვდილამდე მძიმე გზა გაიარა.

„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელს სხეულზეა.

არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული.

რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პატარა გოგონამ“, - ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა