"ნანა ბებო იცხოვრებს კერძო პანსიონში, მას სიცოცხლის ბოლომდე, არასოდეს არაფერი არ მოაკლდება" - აკა სინჯიკაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნანა ბებო ამიერიდან კერძო პანსიონში იცხოვრებს.
"ნანა ბებო იცხოვრებს კერძო პანსიონში! ჩემი ან მისი სიცოცხლის ბოლომდე, აღარასოდეს იქნება მარტო და არასოდეს არაფერი არ მოაკლდება, რასაც ინატრებს მადლობა თქვენ, ყველას. ადამიანებზე ზრუნვისთვის, თბილი გულისთვის. თქვენით ტრიალებს დედამიწა, ხელვაჩაურშიც სულ ცოტა ხანში დავამთავრებთ და დიდ და ბედნიერ ამბებს გეტყვით.
მოხუცების და ბავშვების სიყვარული, ადამიანობის მთავარი მანიშნებელია", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.