კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? - ვისზე წერს მედია?
გამოცემა Tuttosport-მა “მეცის” ქართველ შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა, ამჯერად ახალგაზრდა მოთამაშე Calciomercato-ს ყურადღების ქვეშ მოექცა.
“ქართულ ფეხბურთს აშკარად პროგრესი აქვს, მეტწილად ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, მაგრამ უნდა ვახსენოთ 2000 წელს დაბადებული შემტევი, რომელიც ახლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. მას უკვე 19 გოლი აქვს. გიორგისთან ერთად ლიგა 1-ში გადმოსასვლელად ზურიკო დავითაშვილი და "ბორდო" იბრძვიან. მისგან განსხვავებით გიორგი ლიონში დაიბადა, ბენზემასა და ლაკაზეტის მშობლიურ ქალაქში. მან თავისი შანსები გამოიყენა. სერენში 2 სეზონში 36 გოლი გაიტანა. წელს გიორგი აფეთქდა და უამრავი კლუბის ყურადღება მიიქცია. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა", - წერია სტატიაში.
წყარო - sportline.ge