თეგებით ძიება

39 დაზიანება აქვს… ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მოკლული იყო - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა?

თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედი, ნინო ხუტაშვილის თქმით, ბავშვი ძალადობრივად არის მოკლული.

"დასკვნა დღეს მივიღეთ. 39 დაზიანება აქვს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი ძალადობრივად მოკლულია. ჩემთვის არც თავში ყოფილა კითხვის ნიშნები, მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მოკლული იყო. ამ დასკვნამ კიდევ დაადასტურა, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აღწერილობაში მითითებულია ბლაგვი მკვრივი საგნით. კომპლექსური ექსპერტიზა ამ კითხვებზე პასუხს გასცემს", - აცხადებს ხუტაშვილი.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა